• Geo
  • Eng
15.04.2019
დინამოელები მერვე ტურის სიმბოლურში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. ტურის სიმბოლურში გაზეთმა ლელომ ჩვენი გუნდის ესპანელი გოლკიპერი ხოსე პერალესი და მისი თანამემამულე შემტევი ფრან კარბია შეიყვანა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა ხოსე პერალესი (2), ვიქტორ მონხილი და გიორგი პაპავა (2) დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ასევე ხოსე პერალესს (2) და გიორგი პაპავას (2) დაუთმო. სპორტულმა საიტმა blogsport.ge- მ საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელში ჩვენი გუნდიდან ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, გიორგი პაპავა და ფრან კარბია შეიყვანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024