დინამოს ვეტერანი მცველი – რევაზ ძოძუაშვილი დღეს 74 წლის გახდა. დინამოს რიგებში 1968 წლიდან 1976 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 299 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. არის სსრკ– ს ჩემპიონატის ოთხგზის პრიზიორი 1969, 1971, 1972 და 1976 (გ.) წლებში. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დასახელდა შვიდჯერ. სსრკ– ს ნაკრებში 49 შეხვედრა ჩაატარა. დინამოელები ვულოცავთ რევაზ ძოძუაშვილს იუბილეს. ვუსურვებთ, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.