საქართველოს 18 წლამდე ნაკრები რამდენიმე დღეა რაც შეიკრიბა და ბულგარეთში ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ბულგარელ თანატოლებთან ჯვაროსნების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში გიორგი გულიაშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი ზუსტი თერთმეტმეტრიანით ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა გაიტანა. ძირითად შემადგენლობაში აზაროვის გარდა რამაზ სვანაძემ კიდევ ხუთი დინამოელი - კუტალაძე, ჯანგიძე, კალანდაძე, აწყურელი და მოისწრაფიშვილი ათამაშა, ხოლო შეცვლაზე მელიქიშვილი შევიდა. 22 აპრილს ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.