ტურნირის მესამე დღე საინტერესო თამაშით და მიმდინარე ტურნირის აქამდე ყველაზე უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა. პორტუგალიური ბრაგა, რომელმაც გუშინ ფეიენოორდთან 0:5 დათმო, კიევის დინამოს წინააღმდეგ სათამაშოდ მოტივირებული გავიდა. პლეი ოფში მოხვედრის შანსების შესანარჩუნებლად სპორტინგს მხოლოდ დიდი ანგარიშით გამარჯვება აძლევდა ხელს, რაც პორტუგალიელებმა პრაქტიკულად მოახერხეს და მეტოქეს ერთის წილ ექვსი გოლი გაუტანეს. სამი გოლით თავი მიგელ ფალემ გამოიჩინა. დუბლი ჟოაუ ფერეირამ ჩაიწერა ანგარიშზე და ერთი გოლიც ალეშანდრე ფერეირამ გაიტანა. კიეველთაგან გოლის ავტორია დმიტრო პლიშჩუკი.
ბრაგა 6:1 დინამო კიევი
გოლი: 1:0 ფალე 6’ 2:0 ფალე 7’ 3:0 ა.ფერეირა 21’ 4:0 ფალე 24’ 5:0 ჟ. ფერეირა 42’ 6:0 ჟ. ფერეირა 60’ 6:1 პოლიშჩუკი 62’
ბრაგა: აზევედუ, ბარბოსა, მატოში, სოუზა (ალმეიდა 36), ბრანკუ, ლოპესი, ჟ. ფერეირა, გომეში, პერეირა (ბრიტუ 54), ა. ფერეირა, ფალე
დინამო კიევი: ისაჩენკო, ბენედიუკი, ჩუბატი, დავლატოვი, ფილატოვი, განჟოლა, ჰორბაჩი (ვოლკოვიცკი 60), მელნიჩენკო, სლესარი (კოჩერა 51), იერემენკო (პოლიშჩუკი 51), ცარენკო
მეორე მატჩში როტერდამის ფეიენოორდი სფფ- ს აკადემიას შეხვდა. ამ შეხვედრის შედეგზე იყო დამოკიდებული თუ როგორ განაწილდებოდა ადგილები B ჯგუფში. პირველი ტაიმი საშუალო რიტმში და ურთიერთშეტევებში გაილია. ერთ მომენტში აკადემიის ფეხბურთელებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, თუმცა ბოლო წამს ბურთი როტერდამელთა კარის ხარიხამ მოიგერია. მატჩის ხასიათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა და საბოლოოდ პაექრობა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამრიგად ჯგუფში პირველი ადგილი 5 ქულით სფფ- ს აკადემიამ დაიკავა, ხოლო მეორეზე 4 ქულით როტერდამის ფეიენოორდი გავიდა. ასევე 4 ქულა დააგროვა ბრაგამ, თუმცა ტურნირის რეგლამენტის მიხედვით ყურადღება ურთიერთშეხვედრებს ექცევა და ამ კომპონენტში პორტუგალიელებს ჰოლანდიელებმა აჯობეს.
სფფ 0:0 ფეიენოორდი
სფფ: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, ზოსიაშვილი, პირტახია, რურუა, გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი, ლაბაძე (ჭეიშვილი 70), ფუტკარაძე (წულუკიძე 46), სორდია (ხიმშიაშვილი 46), გოჩიაშვილი (ღურწკაია 46)
ფეიენოორდი: დეკერი, ბოგარდი, ვან დერ ჰეიდენი (ოტეგანალი 36), გონზაგა (მესუი 36), ვან ლუნტერენი (კანდელარია 46), ზეხელი, ვეენფლიტი (სკიუმი 36), კრისტოფელი, მოჰამედჰოიზენი, ჰარტესი, ფელისია
დღის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ვულვერჰემფთონ უონდერერსი და ციურიხი დაუპირისპირდნენ. შვეიცარიელებმა პირველ ტაიმში ორჯერ აიღეს ინგლისელთა კარი. გოლები სილვან შესმა და პეტერ სებეკმა გაიტანეს. მეორე ტაიმში კი ინგლისელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ციურიხის კარის აღება. ზუსტი დარტყმა ითან მაკლეოდის ანგარიშზეა. ინგლისელები ცდას არ აკლებდნენ მეორე გოლის გასატანად, თუმცა შეხვედრაში 3 ქულა საბოლოოდ შვეიცარიელებს დარჩათ და ჯგუფში მეორე ადგილის მოსაპოვებლად დინამოელთა დიდი ანგარიშით გამარჯვების იმედად დარჩნენ.
ვულვერჰემფთონი 1:2 ციურიხი
გოლი: 0:1 შესი 22’ 0:2 სებეკი 35 1:2 მაკლეოდი 54’
ვულვერჰემფთონი: ოინაკა, სტორერი, ბარნეტი (ნზინგა 61), ფარმერი (ბრაუნი 36), კაბეია, კანდოლა, ლიმბისკისა (პიერპოინტი 56), ო’გრეიდი, რობერთსი (ფრეიზერი 36), სკიკლუნა, ტიპტონი
ციურიხი: კუნცლი, კარდოზო, სებეკი (ლტაეფი 70), ტრიფუნოვიჩი, ლეაო (სტევანოვიჩი 26), დენოონი, შესი, განიუ, შაქირი, ჟოოსი, გონსენბახი (კოპი 69)
სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისმა იტალიურ ემპოლის უმასპინძლა. აპენინელები გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას მოიპოვებდნენ, სხვა შედეგით კი დინამოელები ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდოდნენ. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ბოლომდე ეგრეც წარიმართა. ანგარიში მე- 15 წუთზე დავით შიოლაშვილმა ულამაზესი დარტყმით გახსნა. იტალიელები საპასუხოდ გააქტიურდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მეტოქე ვერაფრით ახერხებდა დინამოელთა დაცვის გადალახვას. მეორე ტაიმის პირველის დარად გაგრძელდა, ორივე გუნდი უტევდა, მაგრამ განსაკუთრებულ ხიფათამდე საქმე აღარ მისულა. დინამომ 1:0 იმარჯვა, ჯგუფში პირველი ადგილი გოლგაუშვებლად და მაქსიმალური შედეგით დაიკავა და 20 აპრილს ტურნირის ნახევარფინალში როტერდამის ფეიენოორდს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ემპოლი და სფფ- ს აკადემია შეხვდებიან.
დინამო თბილისი 1:0 ემპოლი
გოლი: 1:0 შიოლაშვილი 15’
დინამო: ბერუაშვილი, გაფრინდაშვილი (გოგებაშვილი 26), ხვადაგიანი, ჩხეტიანი (როსივერი 49), გეგიაძე, იობაშვილი (ხუტიაშვილი 36), შიოლაშვილი, კობახიძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე (გაგნიძე 69), ჯანაშია (გოგოტიშილი 49)
ემპოლი: ფონტანელი, ბაჯანი, ბარსი, ბუკიონი, ფინი, გუარინო, მაკი, მარესა, პანიკუჩი, რეგოლი (ინაკიტი 36), რენცი