საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ბულგარეთთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. ახალგაზრდა ჯვაროსნები მატჩის მიმდინარეობისას მარცხდებოდნენ და თან პირველი ტაიმის შუიდან კაცნაკლულნი განაგრძობდნენ თამაშს, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. პენალტიდან მიჯრით მეორედ, ზუსტად ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა დაარტყა. რამაზ სვანაძემ ბულგარელებთან მეორე შეხვედრაში აზაროვის გარდა კიდევ 6 დინამოელი - ხარშილაძე, ჯანგიძე, კალანდაძე, აწყურელი, გაგნიძე და მოისწრაფიშვილი ათამაშა, ხოლო შეცვლაზე მელიქიშვილი შევიდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 18 წლამდე ჯვაროსნება ბულგარეთი 2:0 დაამარცხეს.