დინამომ დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასთან მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გამართა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ორივე ტაიმის მანძილზე დინამოელები მთლიანად ფლობდნენ სათამაშო უპიატესობას, თუმცა ეს კომპონენტი არაერთი მცდელობის მიუხედავად ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანეს. მეტოქემ თავისი შანსი იდეალურად გამოიყენა და ზურაბ სეხნიაშვილმა 53- ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. დინამოელები მომდევნო შეხვედრას საჩხერის ჩიხურასთან გამართავენ. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 25 აპრილს 18.00 საათზე დაიწყება.
ვიტ ჯორჯია 1:0 დინამო
გოლი: 1:0 სეხნიაშვილი 53’
გაფრთხილება: კაკაშვილი 72’ ივანისენია 72’ ნინუა 83’ შულაია 87’ ზოიძე 90’
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გაფრინდაშვილი, ლაცაბიძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (ზარიძე 84), ღუდუშაური (ღირდალაძე 72), ვასაძე, მუჯირი (მუსელიანი 56), კაკაშვილი, სეხნიაშვილი
დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, იაშვილი(როხანო 83), ივანისენია (ნინუა 74), პაპავა, შულაია, ზარია (კარბია 46), შენგელია, კუტალია
მსაჯი: ა. ნონიკაშვილი