• Geo
  • Eng
25.04.2019
ფრე ჩიხურასთან

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საჩხერის ჩიხურამ დინამო თბილისს უმასპინძლა. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, პირველი სახიფათო დარტყმა კი მასპინძლებმა განახორციელეს. დინამოელთა კარს ბიძინა მახარობლიძე ემუქრებოდა, მისი დარტყმული ზემოდან გადაცდა სამიზნეს. ტაიმი მთლიანად გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. რამდენჯერმა დინამოელებმა სცადეს თამაშის გამწვავება. აქტიურობით ლევან შენგელია და აკაკი შულაია გამოირჩეოდნენ, თუმცა ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდებოდათ. ტაიმის ბოლოს ორივე გუნდმა თითო სახიფათო მომენტი შექმნა, ბესიკ დეკანოიძის დარტყმული ჯერ ხოსე პერალესმა მოიგერია და შემდეგ კი კარის ძელმა. საპასუხოდ ლევან შენგელიამ საჯარიმოდან სახიფათოდ დაარტყა, ბურთი სანტიმეტრებში აცდა დინო ჰამზიჩის კარს. მეორე ტაიმი მასპინძელთა საჯარიმო დარტყმით განახლდა. ლაშა ჩიკვაიძემ უძლიერესად გაისროლა, ბურთი პერალესმა კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ ლევან შენგელიას სწრაფი ჩარბენა, ჩაწოდება და ფრან კარბიას სულ მცირედი დააკლდა. 56- ე წუთზე საჩხერლებმა კუთხურიდან ჩამოაწოდეს და ირაკლი კამლაძემ ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში. დინამომ უმატა შეტევებს. შენგელიას გარღვევას ვიქტორ მონხილი ასრულებდა, მისი დარტყმული ჰამზიჩმა მოიგერია. 65- ე წუთზე ჩიხურას ფეხბურთელმა საჯარიმოში ხელით ითამაშა , მაგრამ მსაჯს მომენტზე რეაგირება არ ჰქონია. დინამოს შეტევებმა შედეგი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამოიღო. ლევან შენგელიას ჩაწოდებულზე საბოლოოდ ზუსტად ლევან კუტალიამ ითამაშა და შეხვედრაში სტატუს ქვო აღადგინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე დინამოელთა მორიგი შეტევა, ჯერ ლევან შენგელიას დარტყმულს დაუფარეს ახლო მანძილიდან, შემდეგ ლევან კუტალიამ ძელს გაარტყა, საბოლოოდ კი გუჯა რუხაიამ ირაკლი აზაროვის ჩაწოდების შემდეგ ითამაშა ზუსტად და დინამო წინ გაიყვანა. შეხვედრის ბოლოს დინამოს კარში სჯარიმო დარტყმა დაინიშნა. საჩხერლებმა ბურთი საჯარიმოში ჩაკიდეს, მსაჯმა კი პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. საბოლოოდ გოლი პენალტიდან კორიფაძემ გაიტანა და თამაშიც 2:2 მორჩა. შემდეგ მატცს თბილისელები დინამო არენაზე 4 მაისს ბოლნისის სიონის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

ჩიხურა  2:2  დინამო

გოლი: 1:0 კამლაძე 56’  1:1 კუტალია 80’  2:1 რუხაია 90+2’  2:2  კორიფაძე (პენ) 90+6’

გაფრთხილება: ჩიკვაიძე 59’  მაისაშვილი 79’  ჩიტეიშვილი 80’  ჩიტეიშვილი 83’  იაშვილი 95’  პერალესი 95’

გაძევება: ჩიტეიშვილი 83’

 

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, კამლაძე, მარკოზაშვილი (მეგრელიშვილი 87), მაისაშვილი, მახარობლიძე (მუმლაძე 72), კორიფაძე, დეკანოიძე, სარდალიშვილი, ჩიხლაძე, ჩიკვაიძე

დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, მეჯუბი, იაშვილი, ქარდავა (აზაროვი 64), პაპავა, შენგელია, ზარია (კარბია 39), შულაია (ნინუა 56), კუტალია

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024