15 წლამდელთა ლიგაში ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა მესამე ტურის მატჩი საგარეჯოში გამართა. ჩვენი გუნდი თელავს შეხვდა და 17 უპასუხო გოლით დაჯაბნა მეტოქე. 4 გოლი ნიკოლაიშვილმა ჩაიწერა თავის ანგარიშზე, ჰეთ თრიქი როსივერმა და თოდუამ შეასრულეს, დუბლი ხტიაშვილისა და დევიძის ანგარიშზეა, ხოლო თითოჯერ ზუსტად დათუაშვილმა, მოლაშვილმა და შიოლაშვილმა გაისროლეს. დინამოელები 3 ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ბალანსით 37/0 ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრას ლურჯ თეთრები 26 მარტს ლაგოდეხში სფფ- ს აკადემიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
U15 თელავი 0:17 დინამო
U15 დინამო: ჯოჯუა, ჯანაშია, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, კვერენჩხელაძე, ლაცაბიძე, თოდუა, ხუტიაშვილი, როსივერი, შილოლაშვილი, ნიკოლაიშვილი
სათადარიგო სკამი : ბერუაშვილი, არჩაია, დევიძე, აღდგომელაშვილი, დათუაშვილი