დღეს დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ტესტ მატჩი გამართეს, რომელშიც უკრაინულ ზორიას დაუპირისპირდნენ.
ანგარიში შეხვედრის დებიუტში ლუჰანსკელებმა გახსნეს. თბილისელთა დაცვის შეცდომით შედეგიანად დენის ანტიუხმა ისარგებლა. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს ამის მეტი რეალური მომენტი მთელი მატჩის მანძილზე არ ჰქონია, დინამოელებმა კი არაერთი საგოლე სიტუაცია შექმნეს (პირველ ნახევარში ჩვენი გუნდის ახალწვეულმა დომინიკ საიმონმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევის მიზეზით არ ჩათვალა). პირველ ტაიმში დავით სხირტლაძეს და გვატემალელ ახალწვეულ ოსკარ სანტისს აუღო სახიფათო დარტყმები უკრაინელთა გოლკიპერმა. ასევე კარგი მომენტი ჰქონდა ცოტნე ბერელიძეს, მისი გასროლილიც ზორიას მეკარემ მოიგერია. კარგი ტაიმი ჩაატარეს ახალგაზრდა ნიკა სიხარულაშვილმა და ლიეტუველმა დანიელ რომანოვსკიმ. მეორე ტაიმში დედაქალაქელებმა თერთმეტმეტრიანიც ვერ გამოიყენეს. შეცვლაზე შემოსულებმაც საკმაოდ იაქტიურეს, რამდენჯერმე გაამწვავეს შეტევა, თუმცა მატჩი საბოლოოდ 0-1 დასრულდა.
ანდრეს კარასკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 თებერვალს ლატვიურ ვალმიერასთან ჩაატარებს.
დინამო: ბერუაშვილი, მაისურაძე, უგრეხელიძე, აკპუჯე, ლოპესი, რომანოვსკი, სიხარულაშვილი, ბერელიძე, საიმონი, სანტისი, სხირტლაძე
შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, კალანდაძე, ჰარუნა, გოგნაძე, ოსიყმაშვილი, აფციაური, ლომთაძე, იობაშვილი, სალია, აკილა
ზორია: საპუტინი, ბოლი, ბუტკო, ჟუნინიო, კირიუხანცევი, ბაშიჩი, იაციკი, მიშნოვი, ანტიუხი, გერერო, ნდური
ფოტოამბავი