ადგილობრივი დროით 21 საათზე დინამოელებმა ათენის ოლიმპიურ სტადიონზე ვარჯიში დაიწყეს. მანამდე წვრთნა აეკმა გამართა. ბერძნების ვარჯიში დახურული გახლდათ. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი გუნდის მწვრთნელმაც. პირველი 15 წუთის შემდეგ ვარჯიში დაიხურა. გამონაკლისი გაკეთდა ათენში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე, რომლებმაც ჩვენი გუნდის ვარჯიშს ბოლომდე ადევნეს თვალყური. ვარჯიშმა დაახლოვებით 1 საათს გასტანა. გუნდში საქმიანი და მხიარული განწყობა სუფევდა.
გულვერდ თომაშვილი - ვიცით, რომ ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება, მაგრამ მაქსიმალისტები ვართ და მოგება გვინდა, ფრეზეც არ ვიტყოდით უარს.
გოგა ბერაია - ყველა მაქსიმალურად შევეცდებით მისაღები შედეგის მიღწევას. მნიშვნელოვანი მატჩია და ძნელი თამაში იქნება, მაგრამ დასახულ მიზანს უნდა მივაღწიოთ.
ჩისკო - პრინციპული მატჩია ჩვენი გუნდისთვის. ვიცით მეტოქის რეალური ძალა. გპირდებით 120 პროცენტით დავიხარჯებით და ცდას არ დავაკლებთ, რომ თბილისში კარგი განწყობით ჩავიდეთ.
გიორგი კახელიშვილი - ვიცით, რომ ათენში თამაში ძნელია, ხმაურიანი ფანები ყავთ, მაგრამ ჩვენ არავის და არაფრის არ გვეშინია. მოედანზე მოსაგებად გავალთ. აქაც მოგებას ვეცდებით და თბილისშიც.