საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა იტალიის 19 წლამდე ნაკრებს ამახანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა. ახალგაზრდა ჯვაროსნებმა გაშვებული გოლის მიუხედავად მოახერხეს ორი გოლის გატანა (გიორგი გულიაშვილი და ცოტნე ფაცაცია) და საბოლოოდ მატჩი 2:1 მოიგეს. სკუადრა აძურას წინააღმდეგ გიორგი მიქაძემ 7 დინამოელი - დემეტრე ბულისკერია, ფირუზ გაბიტაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ბექა დარცმელია (კაპიტანი), თამაზ ბაბუნაძე, ნიკა გაბელაია და თემურ გაბუნია ათამაშა.