19 წლამდელთა ლიგაში ლურჯ თეთრებმა თელავი მიიღეს და დინამოს აკადემიის მოედანზე დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს მეტოქე. გულდედავამ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი გაიფორმა, თითო გოლი კი აწყურელმა, მოისწრაფიშვილმა და აზაროვმა გაიტანეს. შეგახსენებთ წინა ტურში დინამოელებმა იმავე ანგარიშით ცხინვალი დაამარცხეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 4 მატჩიდან 4 გამარჯვებით და ბალანსით 21/1 გათამაშების ცხრილის სათავეშია. 6 აპრილს დინამოელები ტურის ცენტრალურ მატჩს საბურთალოსთან აკადემიის მოედანზე გამართავენ.
დინამოს აკადემიის 13 წლამდე შემადგენლობა საქართველოში შეკრებაზე მყოფი სანკტ პეტერბურგის ზვეზდას ამხანაგურ მატჩში გაეჯიბრა. დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად რევაზ გვარაკიძის გუნდი ერთი წლით უფროს მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
U19 დინამო 6:0 თელავი
U19 დინამო: კუტალაძე, ხვადაგიანი, ჯანგიძე, ოსეყმაშვილი, აწყურელი, მოისწრაფიშვილი, ხორხელი, აზაროვი, აბუაშვილი, გაბიტაშვილი, გულდედავა
სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, იაკობიძე, მელიქიშვილი, ფარულავა, მორჩილაძე, ქოჩაკიძე