• Geo
  • Eng
26.08.2011
დინამო – ზესტაფონი დაპირისპირებათა სტატისტიკა

საქართველოს ჩემპიონატის მესამე შეხვედრას დინამო ქვეყნის ჩემპიონთან საფეხბურთო კლუბ ზესტაფონთან გამართავს. დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლის 30 აგვისტოდან იღებს სათავეს. ეს გუნდების 22-ე მატჩი იქნება. 11 შეხვედრაში დინამომ მოიგო, 6 ზესტაფონმა, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა. 26 გატანილი, 14 გაშვებული ასეთი გახლავთ ბურთების შეფარდება. Gგუნდების ბოლო შეხვედრა 11 აპრილს ზესტაფონში მასპინძლებმა მოიგეს. ბოლოსწინა მატჩი უგოლოდ დასრულდა. წინა პერიოდში კი დინამოელებმა ზედიზედ 5 მატჩში დაამარცხეს მეტოქე.
1991 წლიდან 2004 წლამდე სხვადასხვა წლებში ს.კ. ზესტაფონი მარგვეთისა და მეტალურგის სახელით გამოდიოდნენ. სულ ამ შემთხვევაშიც 21 მატჩი ჩატარდა. დინამო უდავო უპირატესობას ფლობს. 16 გამარჯვება, 3 ფრე და 2 მარცხი. 82 გატანილი და 15 გაშვებული.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024