ესპანელებმა - 27 წლის შემტევმა ფრან კარბიამ და 26 წლის მცველმა სერხიო ნოჩემ დინამო თბილისთან არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს და ჩვენს გუნდს დაემშვიდობნენ. დინამო თბილისი მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში.