74 წლის ასაკში გარდაიცვალა დინამოს ოქროს თაობის წარმომადგენელი ჯემალ ზეინკლიშვილი. ჯემალ ზეინკლიშვილი 1959 წელს, 22 წლის ასაკში ჩაირიცხა დინამოში და 7 წლის მანძილზე იცვადა ჩვენი კლუბის ღირსებას. იგი იმ თაობის წარმომადგენელი გახლდათ, რომელმაც 1964 წელს პირველი დიდი წარმატება მოუტანა ქართულ ფეხბურთს. ჯემალ ზეინკლიშვილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ. დინამოელებს ყოველთვის ემახსოვრებათ ჩვენი გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი.