• Geo
  • Eng
10.02.2024
რამდენიმე ფეხბურთელი შეკრებიდან მეორე გუნდში დაბრუნდა

დინამო თბილისთან ერთად სინჯებზე მყოფმა გიორგი ლომთაძემ კლუბი დატოვა. თბილისში დაბრუნდნენ და დინამო 2-ს შეუერთდებიან ცოტნე ბერელიძე, გიორგი გვასალია, ოთარ აფციაური და საბა ხარებაშვილი.

 

ბათუმის დინამოში გააგრძელებს კარიერას მარჯვენა მცველი ნიკა მალი, რომელიც დედაქალაქურ გუნდს 2022 წლის თებერვალში შეუერთდა. გახდა საქართველოს ცემპიონი და სუპერთასის მფლობელი. მადლობას ვუხდით ნიკას დინამოში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერაში.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024