• Geo
  • Eng
12.09.2011
ჩიორა - ახალი იმიჯით სასტარტოში

დიდი  ხნის  პაუზის შემდეგ  გიორგი თექთურმანიძე სასტარტო  შემადგენლობაში  გამოჩნდა.  ალექს გარსიამ  ჩიორა სასტარტოში პირველად დააყენა. ჩიორას ბევრ, ჩვენთვის საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ. კითხვების კითხვით არ გადაგღლით და მოდით პირდაპირ ჩვენს რესპონდენტს მოვუსმინოთ.
გიორგი თექთურმანიძე – გორში გამგზავრებისას, მატჩის წინა გასაუბრების დროს შევიტყვე,  რომ ძირითადში მომიწევდა მატჩის დაწყება. . ბუნებრივია ძალიან გამიხარდა. ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა ძირითადში თამაში და რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო.    გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის ინტერესებია. რა დროც არ უნდა გქონდეს, უნდა დაამტკიცო, რომ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეგიძლია. მწვრთნელი დამსახურებას არავის უკარგავს და ყველას გვაძლევს შანსს. 
ბავშვობიდან   13 ნომრით ვთამაშობ (ცხინვალის სპარტაკი, 35ე სკოლა). Eეს უბრალოდ დამთხვევაა და   არანაირ ცრურწმენასთან არაა დაკავშირებული.
რაც შეეხება ჩემს შეცვლილ იმიჯს, არის მომენტები ცხოვრებაში, როდესაც რაღაცის შეცვლა გინდა და თან მკვეთრად… პრინციპში   ადრეც მქონდა გადაწყვეტილი, ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში გასახდელშივე ვაპირებდი თმის შეEჭრას…
ჩემთვის ჰობი და გართობის ერთ-ერთი სასიამოვნო საშუალება ბილიარდის თამაშია.
მუსიკის მოსმენისას რაიმე კონკრეტულ არჩევანს არ ვაკეთებ, მაგრამ მეტად მსიამოვნებს  ჯგუფ DDT-ს   და  ვლადიმერ ვისოცკის რეპერტუარი.  საყვარელი ფილმია - ცისფერი მთები , წიგნი კი რომელიც ბოლოს წავიკითხე  ფრედერიკ ბეგბედერის საკმაოდ საინტერესო ნაწარმოები  99 ფრანკია . 
 უცხოურ ფეხბურთში  მესიმპათიურება გერმანიის ნაკრები და მიუნჰენის ბაიერნი, ფეხბურთელებიდან კი ტიერი ანრის თამაში მხიბლავდა.  
ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მე-3 კურსზე.
ზედმეტსახელი ჩიორა კი ბიძაჩემმა 3 წლის ასაკში შემარქვა და მას არანაირი კავშირი არა აქვს  ცნობილ ქართულ კინოფილმთან.
რაც შეეხება დინამოს საჩემპიონო შანსებს- ერთი შემიძლია ვთქვა, რომ დინამოსთვის მეორე ადგილი უკვე წარუმატებლობაა. ასე, რომ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და მიზანი მხოლოდ ერთია- ყველა ტურნირში გამარჯვება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024