საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან სტუმრად ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ნაკრები მოედანზე ტრადიციულად ბექა დარცმელიამ გაიყვანა. მის გარდა შეხვედრაში ჩვენი კლუბიდან ფირუზ გაბიტაშვილმა და თორნიკე ძოწენიძემ იასპარეზეს.
ფოტო (c) fscg.me