• Geo
  • Eng
19.09.2011
კოტე მახარაძის სახელობის დინამოს თასის გათამაშება

მიმდინარე თვის 22 რიცხვში საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი და ასოციაცია გეორგია გაერთიანებული ძალებით კოტე მახარაძის სახელობის დინამოს თასის გათამაშებას ჩაატარებენ.აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით დღეს დინამო არენაზე, საპრესკონფერენციო დარბაზში სპეციალური პრესკონფერენციაც შედგა.

გიგა გვენცაძე - კოტე მახარაძის სახელობის ტრადიციული ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი დინამო თბილისი იქნება.ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ წინადადება ამ პროექტში მონაწილეობაზე. დაუვიწყარი და განუმეორებელი მეტრი ხომ დინამოს პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი წარმატების და გამარჯვების უპირველესი მაცნე და მაუწყებელი გახლდათ.

კახა მიგინეიშვილი - მოგესალმებით ყველს დიდი მდლობა მობრძანებისათვის.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მონაწილე გუნდებს,რომლებიც სიამოვნებით დათანხმდნენ ჩვენს შეთავაზებას. ყველამ კარგად იცის რომ კოტე მახხარაძეს არც სიცოცხლეში აკლდა დაფასება და პატივისცემა,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო კოტეს სიცოცხლეშივე ამ ტურნირის ჩატარება ვერ შევძელით, მიუხედავად იმისა,რომ ამის დიდი სურვილი გვქონდა ყველას. წელს კი გტვეძლევა შანსი და საშუალება,რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კოტე მახარაძე,მეტად მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და 2006 წლის შემდეგ კვლავ ჩავატაროთ მისი სახელობის ტურნირი.აღნიშნული ტურნირი გვსურდა რომ ყოველწლიური ყოფილიყო მაგრამ 2006 წელს ისე განვითარდა სიტუაცია,რომ მოგვიწია დროებითი პაუზის აღება. წელს კი დინამო თბილისის ახალმა ხელმძღვანელობამ ტურნირის ორგანიზირება აიღო საკუთრ თავზე და მათი დამსახურებით კვლავ გაიმართება ეს ტურნირი.

მაკა მახარაძე - წლები გადის და ყველაფერი დავიწყებას ეძლევა. მე ორმაგად გახარებული ვარ, რომ ასეთი დონის ტურნირი იქნება. მე აღტაცებული ვარ,რომ არ ივიწყებთ კოტეს და მომავალ თაობასაც კიდევ ერთხელ შეახსენებთ მის შესახებ.

ივიკო მახარაძე - მამაჩემის სახელი და დინამო თბილისი განუყოფელი გახლავთ.ყველამ კარგად იცის მამაჩემის დამსახურება და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა,რომ კოტეს სალოცავი სწორედ დინამო იყო.მადლობელი ვარ,რომ ასეთი დონის ტურნირი კვლავ შედგება.

პრესკონფერენციის შემდეგ კოტე მახარაძის სახელობის  დინამოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაც გაიმართა.რვა გუნდი ორ ქვეჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:

A ჯგუფი - დინამო,  ალანია, იმედი, რუსთავი 2

B ჯგუფი - მარჯანიშვილი, ლელო, პირველი არხი, GMG

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024