• Geo
  • Eng
14.06.2019
14 წლამდელებმა ბულგარეთში მეორე ადგილი დაიკავეს

ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში დასრულდა VIVACOM CUP გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდიც იღებდა. B ჯგუფში სერბულ ვოივოდინასთან 4:2 გამარჯვების და ოდესის ჩერნომორეცთან 2:2 დასრულებული შეხვედრების შემდეგ, თბილისელებმა ფინალური მატჩის საგზური მოიპოვეს, რომელშიც მასპინძელ რაზგრადის ლუდოგორეცს დაუპირისპირდნენ. მთელი მატჩის მანძილზე და განსაკუთრებით პირველ ნახევარში დინამოელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა არაერთი საგოლე მომენტი უშედეგოდ დაასრულეს და სბოლოოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე ორი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა მეორეადგილოსნისთვის განკუთვნილი თასი და ვერცხლის მედლები ჩაიბარეს. გათამაშების საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გიორგი ფარცვანიამ მიიღო.

 U14 ლუდოგორეცი რაზგრადი 2:0 დინამო თბილისი

U14 დინამო: ბაჩილავა, ბუცხრიკიძე, ხარჩილავა, სურმავა, ცეცხლაძე, ნინიძე, პარკაძე, გიუნაშვილი, ფარცვანია, ბულუხაძე, შეროზია

სათადარიგო სკამი: იობაშვილი, ჩიხრაძე, სიგუა, ჩხიკვაძე, ხორხელი, უკლება, მახარაძე, ჯიქია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024