• Geo
  • Eng
20.09.2011
ალექსანდრე კოშკაძე - იმედი მაქვს კლასიკო შედგება

დინამო თბილისი 21 სექტემბერს მორიგ პრინციპულ შეხვედრას ქუთაისში ადგილობრივი ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ქართულ კლასიკოდ წოდებული დაპირისპირების წინ მცირე ინტერვიუჩვენი გუნდის კაპიტანს, ალექსანდრე კოშკაძეს ჩამოვართვით, რომელსაც ქუთაისის ტორპედოშიც თამაშის გამოცდილებაც აქვს.

ალექსანდრე კოშკაძე - ტორპედოსთან ყოველთვის დაძაბული და რთული თამაში არის, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე გულშემატკივართათვის. დინამოს და ტორპედოს მონაწილეობითკარგი თამაშები გამოდის. უგოლოდ ფაქტობრივად არცერთი შეხვედრა არ სრულდება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის მატჩებს. იმედი მაქვს, ქუთაისში გაივსება სტადიონი და ჩვენი ერთგული გულშემატკივრებიც დაესწრებიან თამაშს. დიდი იმედი მაქვს, რომ კლასიკო შედგება! როდესაც ტორპედოში ვთამაშობდი ყოველი შეხვედრის წინ ჩვეულებრი შემართებით ვემზადებოდით. განსაკუთრებული მზადება და მონდომება კი რაღათქმაუნდა დინამოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს სდევდა თან. მოახლოებული შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და იყო შემთხვევები დინამოსთან მოპოვებული ქულაც ტორპედოს აქტივში ჩაგვითვლია. განახლებულ სეზონში ჯერ-ჯერობით ტორპედოს თამაში არ მინახავს, ერთი ის ვიცი, რომ ქუთაისს კარგი გუნდი ყავს და ძალიან მაგარი თამაშის მოლოდინში ვარ. მეტოქე გუნდის რიგებიდან ბოლქვაძეს, მეგრელაძეს და გოცირიძეს გამოვარჩვდი - მათ საკმაო გამოცდილება აქვთ  და ვფირობ მთავარ ხიფათს სწორედ მათგან უნდა ველოდოთ. მეტოქე ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოგება გვმართებს. ქუთაისში მოსაგებად ჩავდივართ... რამდენად გამოგვივა ეს ყველაფერი, ამას უშუალოდ თამაში გვიჩვენებს. ის ატმოსფერო რაც ქუთაისში სტადიონზე სუფევს დინამოსთან დაპირისპირებისას არანაირად არ მოქმედებს ჩვენზე უარყოფითად. როდესაც მოედანზე გავდივართ, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობთ ყველანი. სავსე ტრიბუნების წინ გამარჯვებას კი სულ სხვა ხიბლი აქვს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024