• Geo
  • Eng
03.04.2019
3 აპრილი დინამოს ისტორიაში

ოთხშაბათს 3 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. მატჩი სამტრედიაში შედგება და 16.00 საათზე დაიწყება.

3 აპრილს თავის ისტორიაში დინამომ 8 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 3 შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, 4 დაპირისპირებაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა და ერთხელაც მეტოქემ გვაჯობა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 9/5 დინამოს სასარგებლოდ.

1980 წელს დინამო თბილისი მინსკელ თანაკლუბელებს შეხვდა და უგოლოდ დაცილდა. 1987 წელს იგივე ანგარიში - 0:0 დაფიქსირდა ლენინგრადის ზენიტთან შეხვედრაში.

1995 წელს სამტრედიამ დაამარცხა ჩვენი გუნდი 1:0. სამი წლის შემდეგ მტკვრისპირელებმა რიონისპირელებს სამი უპასუხო ბურთით მოუგეს. ტორპედოს კარში გოლები ლევან ხომერიკმა, დავით მუჯირმა და რატი ალექსიძემ გაიტანეს. მომდევნო სეზონში დინამომ ფოთის კოლხეთს მიხეილ აშვეთიას გოლით 1:0 მოუგო. 2004 წელს თბილისური დერბი დინამოსა და თბილისს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან თავის გამოჩენა გიორგი ნემსაძემ და ლადო ახალაიამ მოახერხეს. 2010 წელს დედაქალაქელები გაგრას შეხვდნენ. შეხვედრაში, რომელიც დინამომ 1:0 მოიგო, გოლი გურამ კაშიამ გაიტანა. 2015 წელს გორის დილასთან პაექრობა ყაიმით 2:2 დასრულდა. ვახტანგ ჭანტურიშვილმა დუბლი შეასრულა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024