დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე მალხაზ ჟვანია და გია გიგატაძე წარდგნენ.
გია გიგატაძე: რაც გვქონდა დაგეგმილი ამ თამაშისთვის, თითქმის შესრულდა, თუმცა შეცდომა გოლად დაგვიჯდა. ჩვენც გვქონდა მომენტები, მაგრამ ოსტატობა დაგვაკლდა. ეს ორთაბრძოლა გრძელდება, 90 წუთი კიდევ დარჩენილია.
მალხაზ ჟვანია: პირველ რიგში მინდა დინამოს პრეზიდენტს მივულოცო დაბადების დღე. რაც შეეხება თამაშს, მატჩი რთული გამოდგა. ბოლო პერიოდში ყოველ 4 დღეში ერთხელ გვიწევს თამაში. თასის სპეციფიკიდან გამომდინარე- შევძელით გოლის გატანა და არ გავუშვით საკუთარ კარში. და მაინც ყველაფერი გადაწყდება გორში.