• Geo
  • Eng
08.04.2014
დინამომ დილა დაამარცხა

დღეს დინამო არენაზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა გორის დილას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა მეტოქე.

დღევანდელ მატჩში დინამოელებს ცენტრალური მცველი- გიორგი გველესიანი აკლდათ, რომელმაც წინა თამაშში ჩიხურასთან ტრავმა მიიღო. ანგარიში შეხვედრაში ოთარ მარცვალაძემ 45- ე წუთზე გახსნა. მეორე ნახევარის დასაწყისში იყო დაახლოებით 20 წუთიანი მონაკვეთი, როდესაც პრაქტიკულად შეიძლებოდა ორ რაუნდიანი ორთაბრძოლის ბედის გადაწყვეტა. ხელსაყრელი საგოლე ეპიზოდები ვერ გამოიყენეს ძარიამ, მოდებაძემ, რეხვიაშვილმა. მერებაშვილს და ჩისკოსაც შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა, თუმცა მათი მცდელობაც უშედეგო გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და მალხაზ ჟვანიას გუნდმა 1:0 იმარჯვა.

საპასუხო მატჩი 23 აპრილს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო 1:0 დილა

გოლი: 1:0 მარცვალაძე 45’

გაფრთხილება:  ძარია 52’  რაზმაძე 79’  გურეშიძე 85’

დინამო: ლორია, ხურცილავა, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, კვირკველია, ცინცაძე, გლიშიჩი (მერებაშვილი 46), ძარია, ჩისკო (ჯანელიძე 80), მარცვალაძე, მოდებაძე (პაპუნაშვილი 74)

დილა: ლეგაშვილი, ორბელაძე, კობახიძე (გურეშიძე 60), ხიზანეიშვილი, კვახაძე, სადაღაშვილი (ჯიშკარიანი 46), შალამბერიძე, რაზმაძე, ბოლქვაძე, კოშკაძე (ხოჯავა 73), ბერიაშვილი

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024