დღეს დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეხუთე ტესტ მატჩი ჩაატარა. ჩვენს გუნდს მეტოქეობა უზბეკურმა სამარყანდის დინამომ გაუწია.
მატჩი მეტოქემ აქტიურად დაიწყო და მე-10 წუთზე ვლადიმირ კოზაკმა ანგარიში გახსნა. თბილისელებს პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა დავით გოცირიძემ და ჯადული იობაშვილმა მომენტები ვერ გამოიყენეს. მეორე ტაიმში თუ არ ჩავთვლით მეტოქის კონტრშეტევას და მათე საურის დამაჯერებელ თამაშს, ძირითადი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა თბილისელთა მხარეს იყო. თემო გოგნაძის ჩაწოდების შემდეგ დავით გოცირიძეს ჰქონდა კარგი პოზიცია, მაგრამ მისი თავური ოდნავ აცდა კარს. ამის შემდეგ ჯადული იობაშვილი თამაშობდა მწვავედ და მისი დარტყმული ბურთიც მცირედით აცდა კარს. ოსკარ სანტისის აქტიურობა და ძლიერი დარტყმული მეკარემ მოიგერია. გოლის გატანა მატჩის ბოლოსკენ ვახო სალიასაც შეეძლო, მაგრამ შედეგიანი დარტყმა ვერ მოხერდხა.
მომდევნო და ამ შეკრებაზე ბოლო სპარინგს ანდრეს კარასკოს გუნდი 19 თებერვალს მოლდოვური ბელცის წინააღმდეგ გამართავს. აქვე გეტყვით, რომ სინჯებზე მყოფმა ჯესი აკილამ გუნდი დატოვა.
დინამო თბილისი 0-1 დინამო სამარყანდი
დინამო თბილისი: ბერუაშვილი, სალუქვაძე, უგრეხელიძე, გოგნაძე, სანდეი, ლომინაძე, შუქუროვი, იობაშვილი, კვერენჩხილაძე, სალია, გოცირიძე
შეცვლაზე შევიდნენ: საური, ოსიყმაშვილი, მაისურაძე, რომანოვსკი, აკპუჯე, სანტისი, საიმონი, სიხარულაშვილი
დინამო სამარყანდი: იაგუდინი, სოკოლი, მიიჩი, აბდუმაჯიდოვი, კოზაკი, ფრანცესკო, შოახმედოვი, ხალილოვი, ნარქსი, იკრომოვი, კოჯო
ფოტოამბავი