• Geo
  • Eng
16.02.2024
ჩვენი მეტოქე - დინამო სამარყანდი

თებერვალს დინამო სამარყანდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა სიდეში თბილისის დროით 14.30 დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბი დინამო სამარყანდი 1960 წელს დაარსდა. საშინაო მატჩებს უზბეკური გუნდი 14 000-იან დინამოს სტადიონზე ატარებს. საკლუბო ფერები კი ლურჯსა და ყვითელშია გადაწყვეტილი.

 

სხვადასხვა წლებში გუნდმა არაერთხელ შეიცვალა სახელი - დინამო, სპარტაკი, სოგდიანა, სტროიტელი, მაროყანდი, აფროსიობი და ისევ დინამო.

 

კლუბმა საუკეთესო შედეგი 2016 წელს აჩვენა, როდესაც უზბეკეთის პრო ლიგის ჩემპიონი გახდა.

 

სამარყანდელებმა მოსამზადებელი ეტაპი აბუ დაბიში დაიწყეს. 18 იანვარს როსტოვთან ითამაშეს და 1-4 წააგეს, 21 იანვარს 1-5 ზენიტთან დამარცხდნენ, ხოლო 23 იანვარს კატარის 23 წლამდე ნაკრებს 2-0 მოუგეს. 26 იანვარს ალ ფაიჰას დაუზავდნენ 2-2 და 28 იანვარს ასევე ფრედ 1-1 ითამაშეს ალ შაბაბთან. შემდეგ უზბეკური გუნდი თურქეთში გაემგზავრა და 10 თებერვალს ვოლგართან 1-3 დამარცხდა.

 

გუნდის მთავარ მწვრთნელად 71 წლის ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - ვადიმ აბრამოვი მუშაობს.

 

 

 

ფოტო (c) დინამო სამარყანდის სოც. მედია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024