• Geo
  • Eng
15.05.2019
წაგება დედაქალაქურ დერბიში

დინამო არენაზე დღეს დედაქალაქური დერბი შედგა. მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მეცხრე წუთზე სახიფათო მომენტი შექმნეს მასპინძელთა კართან. ირაკლი სიხარულიძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან ოდნავ ააცილა. ანგარიში შეხვედრაში ლოკომოტივმ გახსნა, დავით სამურკასოვმა სტეპან სიკაჩს დაასწრო, რომელმაც იმ მომენტში ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით ნაადრევად დატოვა. ტაიმის ბოლოს აკაკი შულაიას ძლიერად დარტყმული მცირედით აცდა ლოკომოტივის კარს. იგივე განმეორდა ნიკა ნინუას დარტყმულის შემდეგ და პირველი ტაიმიც დასრულდა. მეორე ტაიმი დინამომ მასირებული შეტევებით განაახლა, ერთ-ერთ მათგანს ჯარიმა მოჰყვა ლოკომოტივის კართან, ნიკა ნინუამ კი ძლიერი და ზუსტი დარტყმით სტატუს ქვო აღადგინა 1:1. ამის შემდეგ ლევან კუტალიამ გაამწვავა თამაში, საჯარიმოშიც შეიჭრა, მისი დარტყმული კი ლოკომოტივის გოლკიპერმა უკუაგდო, დამატებაზე ნინუას არ გამოუვიდა დარტყმული. დინამოელთა შეტევების მიუხედავად თავისი შანსი ლოკომოტივმა გამოიყენა და 78- ე წუთზე რევაზ ინჯგიამ სტუმრები დააწინაურა. ლევან კუტალიამ 85- ე წუთზე კარგად ითამაშა საჯარიმოში, ბურთი დაამუშავა, გოლკიპერს კი ვეღარ აჯობა. ამის შემდეგ ლოკომოტივმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დინამო 1:3 დამარცხდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი საბურთალოსთან 20 მაისს ჩაატარებს.

 

დინამო  1:3  ლოკომოტივი

 

გოლი: 0:1 სამურკასოვი 24’  1:1 ნინუა 54’  1:2 ინჯგია 78’  1:3 სიხარულიძე 90’

 

დინამო: სიკაჩი (პერალესი 26), რუხაია, მონხილი, კობოური, იაშვილი (როხანო 80), ნინუა, პაპავა, აზაროვი, კუხიანიძე (ქარდავა 46), შულაია, კუტალია

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, სამურკასოვი (გვალია 90), შონია, კობახიძე (ინჯგია 66), კომახიძე, სიხარულიძე, ძებნიაური, კირკიტაძე (ჯიქია 86), უბილავა

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024