• Geo
  • Eng
06.04.2019
ურთიერთშეხვედრები რუსთავთან

7 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში დინამო თბილისი სკ რუსთავს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 19.00 საათზე დაიწყება.

ამ გუნდების დაპირისპირება მცირე ისტორიას ითვლის. დინამო და რუსთავი ეროვნულ ჩემპიონატში ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ოთხჯერ შეხვდნენ. პირველობის 2018 წლის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს დინამომ აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო 3 აგვისტოს დინამომ 2:1 იმარჯვა. შედეგიანად აკაკი შულაიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს. ბოლოს დინამო რუსთავს 7 ოქტომბერს შეხვდა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. აკაკი შულაიას გოლს დუბლი ბუდუ ზივზივაძემ მიამატა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024