• Geo
  • Eng
03.04.2019
ქართული დერბი ფრედ დასრულდა

72- ე ქართულ დერბის სამტრედიამ უმასპინძლა. ტორპედოსა და დინამოს შორის მორიგი დაპირისპირება ტრადიციულად საინტერესოდ წარიმართა, თუმცა მიუხედავად არაერთი სახიფათო სიტუაციისა ორივე კართან, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დებიუტში პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებს დარჩათ. ფრან კარბიამ ერთი შეხებით ლევან კუტალიას ერთი ერთზე გაყვანა მოინდომა, მათი განზრახვა კი წამით ადრე როინ კვასხვაძემ ჩაჭრა. საპასუხოდ ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა დასწრებაზე პირველმა, ხოლო მისი თავური ჯერ ხოსე პერალესმა და შემდეგ ხარიხამ მოიგერიეს. მატჩის მე- 12 წუთზე ლევან შენგელია შეიჭრა მასპინძელტა საჯარიმოში, მაგრამ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მეკარემ არ მისცა. მატჩი მთლიანობაში საშუალო რიტმში მიმდინარეობდა, ორივე გუნდი კი აშკარად ერიდებოდა ზედმეტ რისკზე წასვლას. ტაიმის ბოლომდე სტუმრებს კიდევ ორი საკმაოდ სახიფათო შეტევა ჰქონდათ. პირველ შემთხვევაში ლევან კუტალია დავით კობოურისა და ფრან კარბიას კომბინაციას ასრულებდა, შემდეგ კი კარბიას თავური სანტიმეტრებში აცდა ქუთაისელთა კარს. მატჩის მეორე ნახევარი მათე ცინცაძის მიერ სახიფათო გასროლით დაიწყო. 54- ე წუთზე როინ კვასხვაძემ იხსნა ტორპედოს კარ, მან ლევან კუტალიას სახიფათო თავური მოიგერია. საპასუხოდ ნოდარ ქავთარაძე გაიჭრა მარჯვენა ფრთაზე, ძლიერად დაარტყა კიდევ, ბურთმა დინამოელთა კარის ძელს გვერდით ჩაუარა. სამიოდე წუთში მერაბ გიგაურმა სახიფატოდ გაისროლა და ამჯერად კარი უკვე ხოსე პერალესმა იხსნა აკრობატულ ნახტომში. შეხვედრის ბოლოსკენ მეკარეებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი. როინ კვასხვაძემ საკმაოდ აქტიურ ლევან კუტალიას არ დაანება გატანა, ხოლო პერალესმა რიჩარდ ლუკას დარტყმული უკუაგდო. საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა. მომდევნო მატჩს დინამო საკუთარ არენაზე 7 აპრილს რუსთავის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

 

ტორპედო 0:0 დინამო

 

გაფრთხილება: გიგაური 24’  ცინცაძე 28’  კაპანაძე 35’  კარბია 43’ 

 

ტორპედო: კვასხვაძე, ქიმაძე, კობახიძე, გიგაური, გეგეჭკორი, ცინცაძე (ჩაჩუა 83), დოლიძე (ლუკა 62), აზაცკი, ქავთარაძე, კაპანაძე (წიქარიძე 62), ზივზივაძე

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, კობოური (იაშვილი 76), ქარდავა, პაპავა, შენგელია, კარბია (ივანისენია 69), კუხიანიძე (ზარია 62), კუტალია

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024