• Geo
  • Eng
28.09.2011
ჯაბა ჯიღაური – ვალდებულნი ვართ ეს ეტაპი გავიაროთ

დილასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მატჩის თაობაზე მცირე კომენტარი, პირველი გოლის ავტორს ჯაბა ჯიღაურს ვთხოვეთ.
ჯაბა ჯიღაური – პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, როგორც სათამაშოს, ისე ფსიქოლოგიურს და არაერთი მომენტი შევქმენით მეტოქის კართან.  ისინი სათანადოდ რომ გამოგვეყენებინა, მატჩის მოგებასაც შევძლებდით, მაგრამ სამწუხაროდ დამასრულებელ ფაზაში არ გვიმართლებდა. მეორე ნახევარში, ისე არ წაგვივიდა თამაში როგორც გვინდოდა. Aამის მთავარი მიზეზი ალბათ გადაღლილობაა. 12 დღეში 4 თამაშის ჩატარება მოგვიწია, ასევე შეთამაშებაც გვაკლია, რაც თამაშიდან, თამაშამდე იხვეწება.. განმეორებით მატჩში, გორში რთული თამაში იქნება,  მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დინამოს სახელიდან გამომდინარე, ეს ეტაპი გავიაროთ. ბოლნისში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა იქნება, რაც დასვენების და ძალები აღდგენის საშუალებას მოგვცემს

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024