• Geo
  • Eng
02.10.2011
ალექს გარსია - ახლა მომავალ მეტოქეზე ვფიქრობთ

სიონი - დინამოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ დინამოს ოფიციალური საიტისთვის მცირედი კომენტარი გააკეთა.

ალექს გარსია - პირველ ტაიმში სამი გოლის გატანა შევძელით და თავს კომფორტულად ვგრძნობდით. მეორე ნახევარშიც შეგვეძლო გატანა. თოთხმეტივე ფეხბურთელმა კარგად ითამაშა. კმაყოფილნი ვართ ახალგაზრდების თამაშით, რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა და დუბლებიდან ახალგაზრდები დავიმატეთ. ჩვენი მიზანი უცვლელია - ჩემპიონობა და თასი. ახლა უკვე მომავალ მეტოქეზე ვფიქრობთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024