საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეერვე ტურის შემდეგ დინამო თბილისი კვლავაც სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. ბოლნისში, სტუმრად მოგებული (3:0) შეხვედრის შემდეგ, დინამომ 19 ქულას მოუყარა თავი და უახლოეს მდევრებთან არსებული სტატუსქვო შეინარჩუნა.
მიმდინარე გათამაშებაში შვიდი ტურის შემდეგ დინამოს უშუალო კონკურენტებმა ერთმანეთში სამი ქულა გაითამაშეს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზუგდიდში ბაიასთან იმარჯვა, უკანასკინელ წუთზე ზესტაფონელმა ღონღაძემ გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მოახერხა.
ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, რუსთავის მეტალურგმა კი დილასთან შეხვედრაში იოლ გამარჯვებას მიაღწია. ტატანაშვილის დუბლი შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა და თანაც ჩვენს ესპანელ ლეგიონერს, ჩისკო მუნიოსს ბომბარდირთა დავაში ერთი გოლით გადაუსწრო.
”სიონი” (ბოლნისი) - ”დინამო” (თბილისი) 0:3 (0:3)
2 ოქტომბერი. ბოლნისი, ”თამაზ სტეფანია”.
”სიონი”: ზუხბაია, სვანიძე, კობაური, თარგამაძე, გაბრიჭიძე, მანუჩარ ოქროპირიძე, ქუცურუა (კობერიძე, 65), გიორგი ჯოკას ძე რეხვიაშვილი, ვალერი ბოლქვაძე, ისიანი (გიორგი ოქროპირიძე, 46), ფეიქრიშვილი (უგულავა, 46).
მწვრთნელი-კონსულტანტი: ლევან ბაჯელიძე.
”დინამო”: გრიშიკაშვილი, ოდიკაძე, თომაშვილი, ჰომოლა, რეხვიაშვილი (შოთა კაშია, 36), კვეკვესკირი (თექთურმანიძე, 46), კოშკაძე, ჩისკო (პარუნაშვილი, 66), კახელიშვილი, კოტო, იაგუე.
მთავარი მწვრთნელი: ალექს გარსია.
გოლი: 0:1 ჩისკო (15), 0:2 კოშკაძე (18), 0:3 ჩისკო (39).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა; ჯ. ხორავა.
1. დინამო 8 6 1 1 17:7 19
2. ზესტაფონი 8 5 2 1 14:11 17
3. მეტალურგი 8 4 2 2 9:5 14
4. ბაია 8 4 1 3 11:6 13
5. ტორპედო 8 4 1 3 7:6 13
6. ვიტ ჯორჯია 8 3 2 3 8:10 11
7. მერანი 8 3 2 3 8:10 11
8. დილა 8 3 1 4 13:12 10
9. გაგრა 8 3 1 4 9:8 10
10. სპარტაკი 8 1 4 3 5:8 7
11. კოლხეთი 8 1 3 4 4:10 6
12. სიონი 8 0 2 6 3:15 2
ბომბარდირები
6 - დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი);
5 - ჩისკო (დინამო);
4 - რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) (1 პენ.);