სიონის კარში ორი გოლის გამტანმა და ამავდროულად მიმდინარე გათამაშების ბომბარდირმა ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა, მატჩის შემდგომ მცირედი კომენტარი გააკეთა.
ჩისკო - ტრავმის შემდეგ, თანაგუნდელების დახმარებით ადაპტაცია მალე გავიარე და სათამაშო რიტმში ჩავჯექი. რასაკვირველია სასიამოვნოა, რომ ორი ბურთი გავიტანე და ბომბარდირი ვარ, მაგრამ მთავარია მოვიგეთ და ლიდერები ვართ. 3-0 მიუხედავად იოლი თამაში არ იყო. ეს გამარჯვება ყველამ თანაბრად დავიმსახურეთ.