დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ მორიგი ვარჯიში ჩაატარა. ჩვენმა გუნდმა საკმაოდ შეთხელებული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული შვიდი ფეხბურთელი - თორნიკე ზარქუა, გიორგი ნადირაძე, ლევან კაკუბავა, დავით ხოჭოლავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი ლექვთაძე და ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ჩვენი გუნდის კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძე აკლდნენ. დღევანდელ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია დინამოს სამ ესპანელ ლეგიონერსაც - კარლეს კოტო, ალბერტ იაგუე და ჩისკო მუნიოსი სანაკრებო პაუზას სამშობლოში გაატარებენ. აღსანიშნავია, რომ დინამოელები დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მცირედ არდადეგებზეც გავიდნენ. გუნდი ორშაბათამდე დაისვენებს.