ლევან ხმალაძე გერმანიიდან დაბრუნდა. ლევანს შტუტგარტში სხივური თერაპიის კურსი ჩაუტარდა და სპეციალური სუპინატორები დაუმზადდა. ამ ეტაპზე ოპერაციისგან, ცნობილი გერმანელი ქირურგ-ორთოპედის თომას ფრიულიხისა და ჩვენი კლუბის ექიმის მერაბ ვარძუკაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით, თავი შეიკავეს. ფეხბურთელი თბილისში სპეციალურ მკურნალობის კურსს გაივლის და მკურნალობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში 6 კვირის შემდეგ, მოედანზე დაბრუნებასაც შეძლებს.