• Geo
  • Eng
21.04.2019
21 აპრილი დინამოს ისტორიაში

21 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. თავის ისტორიაში დინამოს 21 აპრილს 15 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული (დღევანდელი მატჩი ვიტ ჯორჯიასთან მესამე იქნება ამ დღეს). 9 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 22/13.

1949 წელს მოსკოვის ვვს მივიღეთ და 2:0 დავამარცხეთ საკავშირო სამხედრო ავიაციის გუნდი. გოლები ვიქტორ პანიუკოვმა და რევაზ მახარაძემ გაიტანეს. 1957 წელს მოსკოვის ლოკომოტივს ბორის ხასაიას და ნიაზ ძიაპშიპას გოლებით 2:1 მოვუგეთ. 1965 და 1966 წლებში დინამომ ორჯერ ითამაშა 1:1. მინსკის დინამოსთან გიორგი სიჭინავას გოლით და მოსკოვის არმიელებთან ნოდარ მაისურაძის გოლით. ორივე მატჩი თბილისში შედგა. 1968 წელს დინამომ მოსკოვის ტორპედო მიიღო და სლავა მეტრეველის გოლით 1:0 დაამარცხა. 1974 წელს იმავე ტორპედოს თბილისში უგოლოდ დავცილდით, ხოლო 1975 წელს მოსკოვში ვლადიმერ გუცაევის დუბლით და გივი ნოდიას ზუსტი თამაშით თანაკლუბელებს 3:2 ვაჯობეთ. 1985 წელს დინამო ლენინგრადში ზენიტთან 0:3 დამარცხდა.

1982 წელს დინამო თბილისი უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალში ლიეჟის სტანდარტთან 0:1 დამარცხდა.

1991 წელს სოხუმში ადგილობრივი ცხუმი თემურ ქეცბაიას გოლით 1:0 დავამარცხეთ. მომდევნო წელს რუსთავის გორდა მივიღეთ. მიხეილ ყაველაშვილმა დუბლი შეასრულა აღნიშნულ შეხვედრაში, ერთი გოლიც შოთა არველაძემ გაიტანა და დინამომ 3:1 მოიგო. 2001 წელს ვიტ ჯორჯიასთან მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. თავი ზაზა ზირაქიშვილმა და კოკა მიკუჩაძემ გამოიჩინეს. 2005 წელს ისევ ვიტ ჯორჯია და დავით ოდიკაძის გოლით 1:0 ვიგებთ. 2007 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივთან გიორგი მერებაშვილის, ალექსანდრე იაშვილის და დავით ოდიკაძის გოლებით 3:0 მოვიგეთ. 2018 წელს დინამომ ბოლნისის სიონს მოუგო 2:1. გოლები გუჯა რუხაიას და ნიკა ნინუას ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024