დინამო - მეტალურგის მატჩის წინ გიორგი რეხვიაშვილს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, რომელიც გასულ სეზონში სწორედ მეტალურგის ღირსებას იცავდა.
გიორგი რეხვიაშვილი - მეტალურგთან თამაში ჩემთვის ჩვეულებრივ მატჩზე მეტი გახლავთ. ორმაგი მოტივაციით ვემზადები მეტალურგთან სათამაშოდ. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მიწევს თამაში და ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მმატებს. რაც შეეხება თამაშს ბიჭები ყველანაირად მზად ვართ და მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე. მეტალურგი ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის, მაგრამ დინამო სასურველ ფორმაში შედის, რაც ბოლო თამაშმაც დაამტკიცა. მეტალურგთან შეხვედრაში ჩვენთვის მისაღები შედეგი მხოლოდ მოგება იქნება. დინამო - მეტალურგის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო არის. გულშემატკივარი სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს. დინამო და მეტალურგი საქართველოს ჩემპიონატში წამყვანი გუნდები არიან და გამუდმებით მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. კვირას, მიხეილ მესხზე უკომპრომისო ბრძოლა იქნება. ყველაზე დიდ ხიფათს მეტოქის რიგებიდან დიმიტრი ტატანაშვილისგან უნდა ველოდოთ, იგი გათამაშების ბომბარდირია და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე მოტივირებული გამოვა. მეტალურგი ყველა რგოლში თანაბრად დაკომპლექტებული გუნდი არის, თუმცა ჩვენ მხოლოდ მოსაგებად და მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ მოედანზე.