გულვერდ თომაშვილმა ჩვენს კლუბში ყველა საფეხური გაიარა. ვარჯიშობდა დინამოს აკადემიაში, გამოდიოდა დუბლშემადგენლობაში. 2005 წელს კი პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. გულვერდმა დინამოში 120 მატჩი ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა. თომაშვილს რეგულარულად იწვევდნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში. იგი წლების მანძილზე გამოდიოდა ახალგაზრდულ ნაკრებშიც. დღეს გულვერდ თომაშვილი, რომლსაც 17 წლის ასაკიდან უწევს ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაში - იუბილარია. დინამოს მცველს დღეს 23 წელი შეუსრულდა.