• Geo
  • Eng
07.05.2019
დინამოელები მეთერთმეტე ტურის სიმბოლურში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. ტურის სიმბოლურში გაზეთმა ლელომ ჩვენი გუნდის ნახევარმცველი გიორგი პაპავა (2) და დინამოელთა ბომბარდირი ლევან კუტალია (2) შეიყვანა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა ფრანგი მცველი აბდელ მეჯუბი, ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკა ნინუა და ლევან კუტალია (3) დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ასევე ნიკა ნინუას, ესპანელ მცველს ვიქტორ მონხილს და ლევან კუტალიას (3) დაუთმო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024