• Geo
  • Eng
04.05.2019
4 მაისი დინამოს ისტორიაში

4 მაისს დინამოელები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგ მატჩში ბოლნისის სიონს შეხვდებიან.

4 მაისს დინამომ პირველად 1965 წელს ითამაშა. მტკვრისპირელები მოსკოვში ლოკომოტივს დაუპირიპირდნენ და სიომა ბარქაიას გოლით 1:0 აჯობეს მოსკოველებს. 1988 წელს დინამომ დნეპროპეტროვსკის დნეპრს უმასპინძლა და იმავე ანგარიშით დამარცხდა. 1997 წელს თბილისელებმა ბოლნისის სიონს უმასპინძლეს და ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრაში თავის გამოჩენა გიორგი დემეტრაძემ, ლევან ცქიტიშვილმა, დავით ყიზილაშვილმა და როინ კერძევაძემ მოახერხეს. 2013 წელს დედაქალაქელებმა ქუთაისის ტორპედო მიიღეს და სიონის დარად პრინციპული მეტოქეც 4:0 დაჯაბნეს. ჯაბა დვალის დუბლს თითო გოლი მიკელ ალვარომ და პეტერ გრაიციარმა მიამატეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024