დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, ბაკურ ნინუა განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს გ. ყრუაშვილი შეასრულებს.
ბოლო მატჩი, რომელიც იმსაჯა ბაკურ ნინუამ 5 აპრილს გამართული ზესტაფონი 1:0 გურია გახლავთ. იმ შეხვედრაში მსაჯმა ოთხი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბაკურ ნინუამ უკანასკნელად 2013 წლის 15 დეკემბერს გამართული დინამო 0:1 ვიტ ჯორჯია იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ბაკურ ნინუას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ბაკურ ნინუა
დაბადების თარიღი: 1984 წლის 28 ოქტომბერი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 15 თამაში / 48 ყვითელი / 3 წითელი / 1 პენალტი
პირველი ლიგა - 43 თამაში / 123 ყვითელი / 9 წითელი / 6 პენალტი
მეორე ლიგა – 13 თამაში / 54 ყვითელი / 4 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს თასი - 8 თამაში / 24 ყვითელი / 4 წითელი / 0 პენალტი