საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXVI ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. 12 აპრილს მატჩი თბილისში, დინამო არენაზე 18:00 საათზე გაიმართება.
დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 51 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 5 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 128/25 არის.
დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.
დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 26 თებერვალს შედგა. დინამო არენაზე გამართული გამართული სიონი – დინამო ჩვენი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 1:2 დასრულდა. გოლი ბოლნისელთა კარში ჩისკომ გაიტანა.