ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელს– გელა ჭანტურიას დღეს 51 წელი შეუსრულდა. ჭანტურია, როგორც ფეხბურთელი წლების მანძილზე იცავდა დინამოს ღირსებას. უკანასკნელი თექვსმეტი წლის მანძილზე კი, ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელია.
დინამოელები ვულოცავთ გელას 51 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს.