დინამო თბილისის თურქული შეკრება დასასრულს უახლოვდება. დედაქალაქელები 19 თებერვალს ლარაში მეექვსე ტესტ მატჩს ჩაატარებენ, რომელშიც მოლდოვურ ბელცის დაუპირისპირდებიან, 20 თებერვალს კი სამშობლოში დაბრუნდებიან. მატჩი თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბი ბელცი 1984 წელს დაარსდა. საშინაო მატჩებს მოლდოვური გუნდი 6 000-იან სტადიონულ ორაშენესცზე ატარებს. საკლუბო ფერები კი ლურჯსა და წითელშია გადაწყვეტილი.
თავდაპირველად გუნდს ზარია ბელცი ერქვა, მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, 1991 წლიდან ოლიმპია ბელცი დაერქვა. 2014 წლიდან კლუბი ისევ ზარიას სახელს დაუბრუნდა, ხოლო დღევანდელი დასახელება 2020 წლიდან გამოიყენება.
კლუბმა საუკეთესო შედეგი 2015-2016 სეზონში აჩვენა, როდესაც მოლდოვის თასის მფლობელი გახდა. 2016 წელს ბელცი სუპერთასის ფინალში დამარცხდა.
4 თებერვალს ბელციმ მზადების პირველი სპარინგი შერიფთან გამართა და 0-1 დამარცხდა. 7 თებერვალს პეტროკუბს მოუგეს 5-2. შემდეგ გამოემგზავრენ თურქეთში და 13 თებერვალს უზბეკურ სოგდიანას 2-2 დაუზავდნენ. 16 თებერვალს ბელცი ყაზახურ ატირაუსთან 0-3 დამარცხდა.
გუნდის მთავარ მწვრთნელად 48 წლის ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - ვიაჩესლავ რუსნაცი მუშაობს.
ფოტო (c) ბელცის სოც. მედია