• Geo
  • Eng
11.05.2019
11 მაისი დინამოს ისტორიაში

შაბათს 11 მაისს, დედაქალაქელები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე- 12 ტურის შეხვედრას ბათუმში ადგილობრივი დინამოს წინააღმდეგ გამართავენ.

11 მაისს დინამოელებს თავის ისტორიაში 10 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 5 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 20/8 თბილისელთა სასარგებლოდ.

1950 წელს დინამომ 4:1 აჯობა ვოლგოგრადის როტორს. გოლები მიხეილ ჯოჯუამ, ბასა ღოღობერიძემ, ბორის პაიჭაძემ და რევაზ მახარაძემ გაიტანეს. ოთხი წლის შემდეგ დინამო ლენინგრადის ზენიტთან 0:3 დამარცხდა. 1975 წელს უგოლო ფრე ტაშკენტის პახტაკორთან. 1979 წელს მტკვრისპირელებმა რევაზ ჩელებაძის დუბლით და მანუჩარ მაჩაიძის გოლით 3:1 მოუგეს კუიბიშევის კრილია სოვეტოვს. მომდევნო წელს 2:0 მოსკოვის ცსკა- თან. გოლები კი ისევ რევაზ ჩელებაძის და რამაზ შენგელიას ანგარიშზეა.

1990 წელს სოხუმის ცხუმთან დინამომ 1:1 ითამაშა. გოლი ზაზა რევიშვილმა გაიტანა. 1995 წელს ისევ ფრე, ამჯერად 2:2 ზუგდიდის დინამოსთან. გოჩა ჯამარაულმა და გიორგი დემეტრაძემ გაიტანეს გოლები. 1997 წელს თბილისელებმა ზუგდიდის ოდიშს 5:0 მოუგეს. გიორგი დემეტრაძის დუბლს, თითო გოლი დავით ყიზილაშვილმა, ზვიად ჯელაძემ და ლევან ხომერიკმა მიამატეს. 2003 წელს ფრედ 0:0 მორჩა ვიტ ჯორჯიასთან მატჩი. 2014 წელს ჩვენმა გუნდმა გიორგი მერებაშვილის, ოთარ მარცვალაძის და ჩისკო მუნიოსის გოლებით ბოლნისის სიონს 3:0 მოუგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024