• Geo
  • Eng
09.05.2019
ურთიერთშეხვედრები ზღვისპირელებთან

11 მაისს დინამო თბილისი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურში ბათუმში ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდება. ტურის ცენტრალური მატჩი ანგისას სტადიონზე 21.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 55 მატჩიდან, 39- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა ფრედ, დასრულდა, ხოლო 8 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 115/46 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თერთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. შვიდჯერ მატჩი 2:1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4:0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს თბილისში დინამო არენაზე შეხვდა. მასპინძლელთა დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024