ბაია 2-1 დინამოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.
ელგუჯა ქომეთიანი - ეს იყო ჩენი გუნდისთვის ურთულესი მატჩი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ დინამოსთან გვქონდა თამაში. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაცია და დიდი გამოწვევა გახლავთ დინამოს წინააღმდეგ თამაში. ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე მივაღწიეთ გამარჯვებას. რომ ვთქვა სამწვრთნელო სთაბის წევრები კმაყოფილები ვართ დღეს ნაჩვენები თამაშის ხარისხით - არა, ჩვენ ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ეს დინამოს დამსახურებაა. დღეს ბოლო წუთებზე გავიტანეთ გამარჯვების მომტანი გოლი, რაც კიდევ უფრო მეტ რწმენას შეჰმატებს ჩემს ბიჭებს. მინდა დინამოს წარმატება ვუსურვო.
ალექს გარსია - ვაგრძელებთ პირველ წუთებში საკუთარ კარში ბურთის მოღებას და ეს შეხვედრის წარმატებულად დასრულებაში ხელს გვიშლის. მეორე ტაიმში გათანაბრების შემდეგ გვქონდა მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ყველაფერს ვაკეთებთ წარმატებული თამაშისთვის, თუმცა სამწუხაროდ არ გამოგვდის... საბოლოო ჯამში პირველი ათი წუთი ყველაფერს გვიწყვეტს. მეტალურგთანაც და დღესაც... ეს იმას ნიშნავს, რომ გასახდელიდანვე გვიწევს ანგარიშის გასათანაბრებლად თამაში.