• Geo
  • Eng
26.10.2011
დინამო 3:0 გაგრა - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო - გაგრას დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში, მონაწილე გუნდის თავკაცები ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

ალექს გარსია - პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად გვეჭირა ბურთი და აქედან გამომდინარე სათამაშო უპირატესობას ვფლობდით. მეორე ნახევარში მეტოქემ გახსნილი თამაში შემოგვთავაზა, რამაც გოლების გატანის საშუალება მოგვცა. მინდა აღვნიშნო, რომ გაგრა ძლიერი გუნდია. დღეს საფეხბურთო თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა დინამომ, მეორე ტაიმი კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, სწორედ ამ მონაკვეთში მოვახერხეთ მეტოქის საბოლოოდ გატეხვა და სასურველი სამი ქულის მოპოვება. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა და მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ეს ყოველივე კი ანგარიშზეც აისახა. რაც შეეხება ხოჭოლავას, პირველ რიგში მივულოცავ მას სადებიუტო შეხვედრის ჩატარება და იგი კარგი ფეხბურთელია, მისი იმედი გვაქვს და მას მომავალში პირველი გუნდის ფეხბურთელად მოვიაზრებთ.

ზვიად ჯელაძე - ვულოცავ დინამოს გამარჯვებას. სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ასეთი ანგარიშით მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ჩვენ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი სწრაფად გავუშვით გოლი, რამაც ჩვენი სათამაშო სქემა ფაქტობრივად არია. გაშვებულმა ბურთმა ბიჭებზე დიდი ზეგავლენა იქონია და დიდი ანგარიშით წავაგეთ შეხვედრა. იმედი გვაქვს დარჩენილ შეხვედრებში უკეთესად ვიასპარეზებთ, დინამოს კი წარმატება მინდა ვუსურვო.a

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024