• Geo
  • Eng
25.10.2011
პირველად ძირითად გუნდში

დინამოს დუბლებში მოთამაშე 1993 წელს დაბადებული მცველი  დავით ხოჭოლავა, გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრის თვრამეტკაციან განაცხადში შეიყვანა. დინამო 2-ისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი დინამოს ძირითადი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

დავით ხოჭოლავა - პირველ გუნდთან ვარჯიში ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი სტიმული არის. როდესაც ისეთ ფეხბურთელებთან გიწევს ვარჯიში, როგორიც ესპანელი ჩისკოა, ან ჩვენი გუნდის სხვა გამოცდილი წევრები, კიდევ უფრო იზრდები. ძირითად გუნდთან ერთად უკვე კარგა ხანია ვვარჯიშობ. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც გუნდის სამწვრთნელო შტაბის დამსახურება არის. ვთლი, რომ ფსიქოლოგიურად მზად ვარ მათთან ერთად მოედანზე გასასვლელად და სათამაშოდ.  ვფიქრობ, ოპტიმალურ  ფორმაში ვიმყოფები. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში კი ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაცია გახლავთ.  მთავარი მწვრთნელი, სოსო ჭედია, ეროვნული ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტად მუშაობს და ვფიქრობ, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩვენი წარმატებული თამაში ეროვნული ნაკრებისკენ მიმავალი უმოკლესი გზა გახლავთ.  დინამოში და საქართველოს ნაკრებში თამაში, ხომ ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის გახლავთ საოცნებო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024