საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. თემურ ქეცბაიამ მოლდოვასთან გასამართი შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობა დაასახელა. მოსამზადებელ ეტაპზე გამოძახებულ 24 კაციან სიაში დინამო თბილისის მეკარე, გიორგი ლორიაც არის დასახელებული.
გიორგი ლორია - ტრავმა მოვიშუშე, მწყობრში ჩავდექი, ჩვეულ სათამაშო რიტმს დავუბრუნდი და ეროვნულ ნაკრებშიც გამომიძახეს. მოლდოველების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ მათი დამარცხება არ გაგვიჭირდება, მეტიც ვალდებულნი ვართ მოვიგოთ. თუ კი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე და ტრიბუნები მაქსიმალურად შეივსება, დასახული მიზნის მიღწევა კიდევ უფრო გაგვიადვილდება.